Just another WordPress.com site

Archive for the ‘ზოდიაქო’ Category

ზოდიაქოს ნიშნების შურისძიება


თუ როგორ შეუძლიათ იძიონ შური სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულმა ადამიანებმა გაიგებთ აქ

ვერძი
წარმოიდგინო შურისძიებით სავსე ვერძი- საკმაოდ რთული საქმეა. თუ ვინმე ვერძს შეეხება, მას პასუხისთვის ლოდინი არ დასჭირდება, ვერძი მყისვე გაუსწორდება ყოველგვარი შესავალის და დაყოვნების გარეშე. ეს კი უფრო ჯანსაღ და ნორმალურ რეაქციად შეიძლება აღვიქვათ, ვიდრე შურისძიებად. მეტსაც გეტყვით, თუ ვერძის შეურაცხმყოფელი მიუწვდომელია და მასთან ანგარიშის გასწორება მანძილის ან სხვა დაბრკოლების გამო ვერ ხერხდება, ვერძს ერთი საათის შემდეგ შეუძლია ყველაფრის დავიწყება, და ერთი დღის შედეგ შეიძლება ეხვეოდეს და კოცნიდეს თავის მაწყენარს. აქედან გამომდინარე, ძალიან გეგმაზომიერად და სერიოზულად უნდა შეაწუხოთ ვერძი, რომ მას შურისძიების სურვილი გაუჩნდეს.

ვთქვათ, ყოველდღე ხმამაღლა ილაპარაკოთ მის ნაკლოვანებებზე მისი შეყვარებულის თანდასწრებით. მართალია, თქვენ საფრთხეს უქმნით საკუთარ თავს, რომ იქვე მიიღოთ საკადრისი პასუხი, მაგრამ თუ სიმამაცე გეყოფათ გააგრძელოთ იგივე სულისკვეთებით, სულ მოკლე ხანში ვერძი გამტკიცდება იმაში, რომ უნდა გაგანადგუროთ. დიახ, ზუსტად ასე. ვერძის შურისძიება რადიკალურია. ის არ წავა რამე წვრილმან საპასუხო ზომებზე. ვერძს მხოლოდ ერთი აინტერესებს – მისი შურისძიების ობიექტი საერთოდ გაქრეს, მისი მხედველობის არიდან მაინც, რის მიღწევასაც ვერძი თანმიმდევრულად შეეცდება. ვერძი შეეცდება გაიძულოთ გადახვიდეთ სხვა ორგანიზაციაში ან საერთოდ თქვენს ოჯახთან ერთად გადასახლდეთ სხვა ქალაქში. რაც დამახასიათებელია ვერძისთვის ის ამას თავდაცვად ჩათვლის და არა შურისძიებად.

კურო
ვერძის მსგავსად, კუროს შურისძიების გაღვიძება არ არის იოლი საკითხი, ამისთვის კარგად უნდა გაისარჯოთ. კურო არ იჩქარებს პასუხის გაცემას მანამდე, სანამ საბოლოოდ არ დარწმუნდება, რომ მისი მოწინააღმდეგე ნაძირალაა. სამაგიეროდ მისი შურისძიება გაცილებით დახვეწილი და დაუნდობელი იქნება, ვიდრე ვერძის.
სავარაუდოთ, ვენდეტას ფუძემდებელი ეს ნიშანი უნდა იყოს. კურო შურისძიებისას, როგორც წესი, გულმოდგინედ და გეგმაზომიერად უკეტავს მოწინააღმდეგეს ყველა წყაროს და არხს. კურო კი ისეთი ნიშანია, რომელიც რაღაც მიზეზების გამო, ყოველთვის ამ არხების და წყაროების გასაღების, თუ გინდ ჩამკეტის მფლობელია. მაგალითად, სამეგობროში კურო ხშირ შემთხვევაში არის წვეულებების თუ ქეიფების მომწყობი, სასმელ-საჭმლის შემომტანი და ასევე მოდის და გემოვნების ფარული კანონმდებელი.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის უპირობო ლიდერია. არა, საქმე სხვა რამეშია, მას უბრალოდ ნებისმიერ საკითხზე აქვს თავისი საფუძვლიანი და წონითი აზრი. აქედან გამომდინარე, ის არავის ახვევს თავს ახალ აზრებს და ახალ ნაცნობებს- ის მხოლოდ იწონებს ან იწუნებს იმას, რაც სხვებს შემოაქვთ. ასე რომ თუ თქვენ დაიმსახურეთ კუროს შურისძიება, მზად იყავით იმისთვის, რომ კურო უკიდურესად ნეგატიურ შეფასებას მოგცემთ ყველგან და ყოველთვის, სადაც კი მისწვდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენ “გემრიელი ლუკმის გარეშე დარჩებით” და იზოლირებულნი იქნებით. და თუ ვინმე შეეცდება თქვენს დაცვას, კურო მასაც ამოწერს სიიდან და ასე მეათე მოდგმამდე. მნიშვნელოვანია, რომ გაუქმებას ეს სანქციები თითქმის არ ექვემდებარებიან. იმისთვის, რომ ახლიდან დაიმსახუროთ კუროს ნდობა და პატივისცემა, იმდენი უნდა უბოდიშოთ და ინანიებდეთ, რომ აჯობებს თავი ჩამოიხრჩოთ.

ტყუპები
ზოდიაქოს ერთერთი მთავარი უბედურებათაგანი. საქმე იმაშია, რომ ტყუპების მეტი წილი ოცნებობს იმაზე, რომ დიდებული, პატივცემული და ცნობილი იყოს, მაგრამ მათ ასე არავინ ღებულობს. ამიტომ, მოანდომო ტყუპებს შურისძიება, ძალზე მარტივია. და თუ გეღირსათ ტყუპების შურისძიება, მაშინ იცოდეთ, რომ თქვენ შეიძლება გახდეთ წარმოუდგენელი ჭორების, მითქმა-მოთქმის და დაუფარავი ცრუ ინფორმაციის და ბრალდებების მთავარი გმირი.
ყმაწვილ ტყუპებს შეუძლიათ ჩხუბიც კი ატეხონ გაცილებით ძლიერ მოწინააღმდეგესთან, რომელიც რატომღაც ყოველთვის გაცილებით ძლიერია და ამის გამო ცოტა ხანში შეიძლება სადღაც კუთხეში სლუკუნებდნენ. მაგრამ თუ ეს იყო ვირტუალური ჩხუბი, მაშინ ტყუპები ნებისმიერს მოერევიან. ასე რომ, სერიოზული შურისძიება ტყუპებს შეუძლიათ შორი მანძილიდან, ვთქვათ ინტერნეტით ან ტელეფონით, ან შეიძლება რამე ვირუსი გამოგიგზავნოთ წერილით, ეს მათი სტილია.
ამასთანავე ტყუპების უმეტესობას განწყობა ამინდზე უფრო სწრაფად ეცვლებათ. დილით შურისძიების წყურვილით აღზნებულნი, შუადღისას ისინი შესაძლოა ურთიერთმომგებიან საქმეს გთავაზობდნენ ანდა ახალმოგონილ ჭორებს გიზიარებდნენ შურისძიებისთვის ამორჩეულ ახალ სამიზნეზე. თუმცა, თუ თქვენ გადაწყვიტავთ, რომ ტყუპების შურისძიების არ უნდა გეშინოდეთ, ძალიან შეცდებით. პირველყოვლისა, ადამიანები მზად არიან დაუჯერონ ყველაზე წარმოუდგენელ ჭორებს თანაც სიბინძურის ჩამორეცხვა არც ისე იოლია.
და მეორეც, ტყუპებს აქვთ ჩვევა, იცოდნენ ყველაზე ყველაფერი და ახალი ჭორის გავრცელებისას, შეიძლება უნებლიედ ისეთი ინფორმაციაც გასცენ, რაც თქვენთვის არასასურველი იქნება და შეიძლება მტკივნეულიც. საერთოდ, იმის ცოდნა, რომ ვინც ფლობს ინფორმაციას, ის სამყაროს მართავს, ტყუპებში ინსტინქტურ დონეზე დევს.

კირჩხიბი
კირჩხიბის შურისძიების ყველაზე მარტივი და გავრცელებული ხერხია- თავდაუხურავი გავიდეს ცივ ღამეში, რომ ვისგანაც მიდის, მას სინდისმა შეაწუხოს და ცუდად იგრძნოს თავი. ამ ხერხს იყენებს ნებისმიერ დროს საბაბით და საბაბის გარეშე, გააჩნია განწყობას. ამ კატეგორიას განეკუთვნება ურთიერთობების სრული გათიშვა. კირჩხიბის შემთხვევაში ეს ნიშნავს იმას, რომ მას არანაირი რეაგირება არ ექნება იმ შემთხვევაშიც კი მის თვალწინ რომ იხრჩობოდეთ. ალბათობა იმისა, რომ კირჩხიბი გაპატიებთ, იმ შემთხვევაშიც კი თუ წყენა უმნიშვნელო იყო, ძალიან მცირეა. მაგრამ თუ კირჩხიბს სერიოზულად შეეხეთ, შედეგი შეიძლება ძალზე მოულოდნელი იყოს. რადგან კირჩხიბი ხვდება იმას, რომ არც ისე დიდ ძალას ფლობს, ის ჭიაყელას გასანადგურებლადაც კი იყენებს მძიმე არტილერიას და სერიოზულ მოწინააღმდეგეზე ლაპარაკი ზედმეტია. მაგალითად, შურისძიებისას მოწინააღმდეგის ჩანთა ჩუმად წყალში გადააგდოს ან დაუწვას მთელი საბუთები- ეს კირჩხიბისეულია. შურისძიებაზე ფიზიკურ დონეზე ლაპარაკი საერთოდ ზედმეტია. ასე რომ კირჩხიბი რისხვისას საშიშია.

ლომი
ლომის შურისძიების გამოსაწვევად საკმარისია მოატყუო ის. ლომის მოტყუება კი უბრალო საქმეა, მთავარია სურვილი. საკითხი სხვაგვარად დგას, რაში გჭირდებათ ამის გაკეთება? ლომის შურისძიება, მსუბუქად შესრულებულიც კი, სიკვდილივით საშიშია, მძიმე შემთხვევაში საერთოდ დამანგრეველია, მაგრამ იქამდე იშვიათად მიდის საქმე. ლომის ყველაზე მარტივი შურისძიებაა – იმის დემონსტრირება, რომ თქვენ – სრული არარაობა ხართ, ამის დემონსტრირებას საკუთარ თავთან შედარებით აკეთებს. ანუ ლომი თვალსაჩინოდ ხდის ყველასთვის თავის უპირატესობას თქვენთან შედარებით, ჩაცმაში იქნება ეს, მუშაობაში თუ დასვენებაში. იმისთვის რომ დაამტკიცოს თავისი უპირატესობა, ის ეცდება თქვენს საქმეშიც, რომელიც არასოდეს გაუკეთებია, გაჯობოთ და დაანახოს ყველას თქვენი უსუსურობა. შემდეგ შურისძიების რეიტინგში დგას საზოგადო მხილებები და შეურაცხყოფა, ანუ ლომი სახალხოდ გეტყვით ყველაფერს რასაც ფიქრობს თქვენზე და რა თქმა უნდა გარშემო მყოფთა სიმპათიები მის მხარეს იქნება,იმიტომ რომ ეს სიმპათიები მუდამ მის მხარეზეა. ამით მსუბუქი შურისძიება მთავრდება. მაგრამ სასტიკი შურისძიება არასოდეს არ ჩერდება და არ მთავრდება, სანამ სრულ განადგურებამდე ან სიგიჟემდე არ მიიყვანს შურისძიების ობიექტს.

ქალწული
სიმართლე გითხრათ, მე ვერ წარმომიდგენია რა უნდა გააკეთო იმისთვის, რომ აიძულო ქალწული შური იძიოს, თუმცა ამისკენ მიდრეკილება ამ ნიშნის წარმომადგენლებშიც შეიმჩნევა, თანაც განსკუთრებულად მახინჯ და გარყვნილ ფორმებში. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ იაპონელების სასტიკი ქცევა მეორე მსოფლიო ომის დროს, იმიტომ რომ იაპონია იმყოფება ქალწულის ნიშნის ქვეშ. ქალწულების შურისძიება საყოფაცხოვრებო დონეზე არანაკლებ დახვეწილია და განსხვავდება ერთი განსაკუთრებული ნიშნით, ადამიანი რომელზეც შურს იძიებენ, მაგას ხვდება სულ ბოლოს. მაგალითად, რამე მნიშვნელოვანი საბუთების გაფორმებისას, რომელსაც დიდხანს ელოდებოდით, გააპარება პატარა შეცდომა, რომლის გამოც იძულებულნი გახდებით მთელი ამ ბიუროკრატული, ჯოჯოხეთური წრეების ხელმეორედ გავლას. ეს არის ქალწულის სტილი: დასაწყისში არაფერი ჩანს, მაგრამ შედეგი დამანგრეველია.
საერთოდ ქალწულები სხვა ნიშნებთან შედარებით უფრო მიდრეკილნი არიან შურისძიების დასაბუთებული და ოფიციალური მეთოდებისადმი. ასე რომ თუ ქალწულს აქვს საბაბი თქვენზე საჩივარი შეიტანოს ოფიციალურ ინსტანციებში, ჩათვალეთ რომ ამ საშუალებას ხელიდან არ გაუშვებს. ცნობილია ასევე ქალწულების მეთოდიკა ვიღაცის მოხიბლვის და შემდგომ დამწნილების და ტანჯვის, მხოლოდ და მხოლოდ შურისძიების მიზნით.

სასწორი
სასწორის ნიშნის ქვეშ მყოფნი მეტად მგრძნობიარენი არიან წყენისადმი. მაგრამ სერიოზული შურისძიება მათ არ შეუძლიათ. აქ ყველაფერი ჰგავს საბავშვო ვარიანტს, აჰა შენ ასე ხომ, მაშინ მე ასე. ამ დროს, როდესაც სასწორი ფიქრობს, რომ სიმკაცრის და მზაკვრობის მწვერვალს მიაღწია, შურისძიების ობიექტი მხოლოდ მაშინ ხვდება რაშიცაა საქმე.
მითუმეტეს, როცა ხდება რაღაც წყაროების გადაკეტვა, სასწორები საერთოდ კარგავენ კონტროლს მასზე, ვის მიმართაც ანხორციელებდნენ შურისძიებას და ამიტომ საბოლოო განადგურება შეუძლებელი ხდება. უკიდურესი, რაზეც შეიძლება წავიდეს სასწორი – გამოიწვიოს მოწინააღმდეგე სიტყვიერ პაექრობაზე, წარუდგინოს ბრალდებები და მოსთხოვოს პასუხი. როგორც წესი პასუხი და განმარტება საკმარისსზე მეტია- ყველა არ არის ისეთი პატიოსანი, როგორც სასწორი…
თუმცა სასწორს აქვს შურისძიების ერთი ძლიერი მხარე, რომლის გამოყენებაც შეუძლია. მას შეუძლია თავის მოწინააღმდეგეს დააკარგვინოს მისთვის ძვირფასი ადამიანის სიმპათიები. ან სადმე ზემოთ თბილ ადგილას გაიკაფოს გზა და იქიდან დაუქნიოს ხელი მეტოქეს, რომ მას შეშურდეს და ამით სასწორი თავის შურისძიების სურვილს დაიკმაყოფილებს.

ღრიანკალი
ამ ნიშანს ხასიათის სისაძაგლის მხრივ, ტრადიციულად პირველობა უკავია. თუმცა დაუმსახურებლად. სინამდვილეში, თევზებს უფრო საძაგელი ხასიათი აქვს, მაგრამ ეს არავინ იცის. ნორმალური ღრიანკალი იმით განსხვავდება სხვა ნიშნებისგან, რომ მან ყველგან ცხვირი უნდა ჩაყოს, მას ყველაფერი აინტერესებს. ყველა საქმეში მას აქვს რაღაც თავისი ინტერესები, მან ყველაფერი უნდა აკონტროლოს და ანკესზე ჰყავდეს ყველა წამოგებული. შესაბამისად, საკმარისია ვინმე შეეხოს ამ ინტერესებს, რომ ღრიანკალი შხამით ივსება და გაექანება მის დასაგესლად.
ღრიანკალის თავდასხმა სხვა და სხვა სახისაა, მაგრამ მას აქვს ერთი მიზანი, მოწინააღმდეგეს რაც შეიძლება მეტი მორალური და ფიზიკური ტრავმა მიაყენოს, რომ ის სიცოცხლის ბოლომდე იტანჯებოდეს.
იგივე მიზეზის გამო ღრიანკალი ითვლება „დასცხე შენიანებს, სხვებს რომ ეშინოდეს“ პრინციპის ფუძემდებლად- ღრმა, შეუხორცებელი და სისხლმდენი ჭრილობების მიყენება შენიანებისთვის ასჯერ უფრო იოლია, ვიდრე უცხოებისთვის. შენიანების ყველა სუსტი წერტილი წინასწარ ცნობილია და მათი დაჭრა არ წარმოადგენს პრობლემას. მაგალითად, მე ვიცნობდი ერთ „ღრიანკალ ქალს“, რომლის ქმარი დიდ ყურადღებას აქცევდა იმას, რომ დარბაისულად და სოლიდურად გამოიყურებოდეს, მაგრამ ერთადერთხელ მაღაზიაში გამყიდველმა გამოიყვანა მწყობრიდან და ამ კაცმა მიახალა ის, რასაც ფიქრობდა მასზე. მაგრამ მისი ცოლი არ გამოტოვებდა შემთხვევას, რომ არ შეეხსენებინა მისთვის ეს ამბავი, თანაც ამას აკეთებდა მაშინ, როდესაც ბევრი სტუმარი შეიკრიბებოდა, საცოდავი ქმარი წითლდებოდა და თვალებს დაბლა ხრიდა. ასევე ღრიანკალისთვის დამახასიათებელია ის, რომ მას არ ავიწყდება ოდნავ მალამოს წასმა ჭრილობაზე, რომ არ დაკარგოს საბოლოოდ მსხვერპლი.
ღრიანკალისგან იმუნიტეტი მხოლოდ ტყუპებს გააჩნიათ. ღრიანკალი ვერ ეხება მათ გულის სიღრმეს, და თუ ეხება კიდევაც, ტყუპებს ეს გულთან ახლოს არ მიაქვთ, ყველაფერი ხუმრობაში გადააქვთ.

მშვილდოსანი
მშვილდოსანი ძალიან მოსაწყენი შურისმაძიებელია. ანუ ის მზად არის სამართლიანობის და მართლმსაჯულების სახელით დასაჯოს დამნაშავენი, მაგრამ ამისთვის უნდა შეკრიბოს რაც შეიძლება მეტი ხალხი და დასაჯოს დამნაშავე საჯაროდ. თუ ეს შეუძლებელია, მაშინ შურისძიება მათთვის მოსაწყენი ხდება. მეორეს მხვრივ შეუძლიათ დაიმახსოვრონ წყენა და გულში დიდი ხანი ატარონ, და თუ მიეცემათ საშუალება, რომ მაწყინარზე შური იძიონ მრავალრიცხოვანი აუდიტორიის წინ, ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებენ. შურისძიების ერთერთ სახეობაში – ეგრეთწოდებულ „ბიუროკრატიულ შურისძიებაში“ მშვილდოსნებს ბადალი არ ყავთ.
მაგალითად თუ რომელიმე დაწესებულებაში თქვენ დაგჭირდათ უმნიშვნელო ცნობა და ცნობის გამცემ მშვილდოსან ქალბატონს გაახსენდა, რომ ამის წინ თქვენ მას ტრანსპორტში ფეხზე დააბიჯეთ და არ მოუბოდიშეთ, ამ ცნობის გამო თქვენ მოგიწევთ უამრავი დაწესებულების შემოვლა, მოგიწევთ ცნობის აღება იმისთვის, რომ გჭირდებათ ცნობა, იმის დასადასტურებლად, რომ თქვენ თქვენ ხართ და არა ციყვი, მთელი თქვენი საგვარტომოს მონაცემებითურთ. შემდეგ ამის განხილვას, სხვა ორგანიზაციებთან შეთანხმებას, უამრავი კომისიების გავლას მოუნდება სამი წელი. და ბოლოს მოგცემთ ცნობას, რომელსაც რეზოლუცია დასჭირდება ქალაქის ერთ ბოლოში და ბეჭედი მეორეში, თან დაავიწყდება იქ დარეკვა ან შეტყობინება ამის შესახებ.

თხის რქა
რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ თხის რქა აიძულო შური იძიოს მე ვერ წარმომიდგენია. ამ ადამიანების მდგომარეობიდან გამოყვანა წარმოუდგენელია, ისინი თვითონ ახერხებენ ნებისმიერის გამოყვანას მდგომარეობიდან. ვთქვათ და მოახერხეთ ამის გაკეთება იმით, რომ მის ახლობელ ადამიანს შეეხეთ. ეს ცუდია, მაგრამ შურისძიება მაინც არ იქნება. დაიწყება გეგმაზომიერი გამოდევნება ყველა მისთვის მისაწვდომი ადგილიდან.
მაგრამ, ეს არ უნდა ნიშნავდეს, რომ თხის რქა იქ რამე განსაკუთრებულ სამუშაოებს ჩაატარებს. უბრალოდ მას დიდი ხნის წინ ექნება ყველა სადავე ხელში ჩაგდებული და სიტუაცია კონტროლზე აყვანილი. ეს ისე წვრილმანებია, მაგრამ თუ მოახერხეთ მისი ანტიპატიის დამსახურება არატანის დონეზე, მაშინ თხის რქას შეუძლია იმის გაკეთება რაც ქალწულს, ოღონდ ჰიპერტროფირებული მასშტაბით. მაგალითისთვის თუ ქალწულს შეუძლია წვეთოვანის ონკანი გადაკეტოს და ამით დაკმაყოფილდეს, თხის რქა აუცილებლად შეცვლის წვეთოვანში სითხეს რამე მტანჯველი შხამით და შემდეგ თქვენს ტანჯვას სიამოვნებით უყურებს.
რომ აიცილოთ თხის რქის შურისძიება, დაგჭირდებათ სამასი კილომეტრის რადიუსით ათი დღის განმავლობაში უწყვეტლივ მისი ტერიტორიების დაბომბვა, მაგრამ არავინ მოგცემთ იმის გარანტიას, რომ თხის რქას არ ეყოლება თავისი ადამიანი იმ ძალების სამეთაურო შტაბში, რომელსაც დაევალება ეს დაბომბვა.

მერწყული
მერწყულს შურისძიება არ შეუძლია და არც უყვარს. ამ ნიშნის ზოგიერთმა წარმომადგენელმა შეიძლება გიღალატოთ, დარტყმის ქვეშ დაგაყენოთ ან თავხედურად მოგატყუონ, მაგრამ ამას ისინი შურისძიების გამო კი არა, არამედ თვითდამკვიდრების და ამ საქმისადმი სიყვარულის გამო აკეთებენ. მწყობრიდან გამოიყვანო მერწყული ისე, რომ შურისძიება დაიწყოს, პრაკტიკულად შეუძლებელია.
ამ ნიშნის წარმომადგენლებს ისეთი ძლიერი თანდაყოლილი იუმორის გრძნობა აქვთ, რომ მოწინააღმდეგეს სრულ იდიოტად გამოაჩენენ, მანამდე სანამ ის რამეს დაუპირებს. თუ გსურთ შეგიძლიათ ეს შურისძიებად ჩათვალოთ, მაგრამ მერწყული ასე არ თვლის. მას ისეთი უცნაური ჩვევები აქვს, რომ ახლო ურთიერთობა მასთან საშიშროებას წარმოადგენს, ხოლო ბოროტი განზრახვით მიახლოება ჯანმრთელობისათვის საშიშია, თანაც ეს ისე ხდება თითქოს მერწყული ამას ვერც კი ამჩნევს. ვთქვათ თქვენ ეპარებით მერწყულს ზურგიდან, და რატომღაც ზუსტად მაგ დროს მას მოუნდება უკან სალტოს გაკეთება. იმას თქმა რათ უნდა, რომ დაზარალებული ისევ თქვენ დარჩებით, მერწყული კიდევაც შეგიცოდებთ და დაზიანებულ ხელს და თავს გადაგიხვევთ, მაგრამ შემთხვევით ისე გააკეთებს ამას, რომ სუნთქვა არ შეგეძლებათ და სანამ მიხვდებით რაშია საქმე შეიძლება გვიანი იყოს.
ასე რომ ჯანდაცვის სამინისტრო გაფრთხილებთ…

თევზები
ზოგადად თევზების წყენა ძალზე იოლია. მაგრამ აწყენინოს ისე, რომ შურისძიება მოანდომოს, შეუძლია მხოლოდ ახლობელ ადამიანს, რამეთუ ყველა დანარჩენ წყენას თევზები მალევე ივიწყებენ. შურისძიება კი თევზებს შეუძლიათ ყველა ხელმისაწვდომი ხერხით, გარდა იმისა რაც თვალნათლად ჩანს და აშკარაა. ისინი ინტრიგებს ხლართავენ, ეცდებიან ფარულად საქმის გაფუჭებას და ყველა ხერხით და საშუალებით მოწინააღმდეგის ცხოვრების გართულებას, ხშირ შემთხვევაში იქ სადაც ამას არ ელოდება.
თევზების შურისძიების ყველაზე მარტივი მეთოდია- ყველგან სიარული ნაწყენი სახით და იმის მოყოლა, რა ცუდი ადამიანი ხართ და როგორ სასტიკად მოექეცით მას. თევზებს ეს დამაჯერებლად გამოსდით, იმიტომ რომ თუ სწყინთ, ნამდვილად გულწრფელად სწყინთ. ამის გამო მათ თანამგრძნობს შეიძლება დიდ ხანს ჰქონდეს თქვენზე ცუდი წარმოდგენა.
მაგრამ თუ თევზს ეს საკმარისად არ მოეჩვენა, მან შეიძლება თქვენზე საშინელი ჭორები გაავრცელოს, და ამას ტყუპებზე გაცილებით უკეთ გააკეთებს, იმიტომ რომ თევზების ჭორები გაცილებით ბუნებრივად გამოიყურება ვიდრე ტყუპების და მეორეც მათი უარყოფა სავსებით შეუძლებელია ბუნდოვანი მითითებების და დაუბოლოებელი ნათქვამის გამო.
შეიძლება თევზი თქვენზე ძალიან ნაწყენი იყოს, მაგრამ არ გაგრძნობინოთ, და შემდეგ ვითომ და დახმარების გულწრფელი სურვილით ანთებულმა, ისეთი რჩევები მოგცეთ და ისეტი ტყუილები გითხრათ, რომ მერე დიდხანს გაგიჭირდეთ ამ გაფუჭებული საქმის გამოსწორება. და მაგ შემთხვევაში ბოროტ განზრახვაში თევზებს ვერ დაადანაშაულებთ იმიტომ რომ ის იზრუნებს იმაზე, რომ ყველა თავის ნათქვამში დატოვოს უკან დასახევი და გასხლტომა შეეძლოს, მაგალითად მე ხომ გეუბნებოდი, რომ ინფორმაცია არ არის გადამოწმებული ან ეს მხოლოდ ვარაუდია და ასე შემდეგ.
თევზს ღრიანკალივით შეუძლია მტკივნეულ ადგილებს შეეხოს. მშვილდოსანივით დაგტანჯოთ ბიუროკრატიული პრობლემებით. სასწორივით მოგიგოთ ინტელექტუალურ თამაშებში, თუმცა ინტელექტის ნასახი არც აქვს ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, იმიტომ რომ თავის სამყაროში ცხოვრობს და თავისი ფასეულობების სისტემა აქვს, რომელიც არ ექვემდებარება საერთო ანალიზს.

დრაკონის წელიწადი

რისი წელია 2012 ? ეს არის დრაკონის , ანუ არარეალური ცხოველის წელი, ეს ილუზიაა, საკარნავალო ფიგურის მსგავსად, მაგრამ ამის მიუხედავად , დრაკონი სულ იარსებებს, იგი დაიწვება და აღდგება ფერფლისგან ყოველ ახალ წელიწადს.
1928, 1940, 1952, 1964, 1976, 1988, 2000, 2012 , 2024 , 2036 ეს დრაკონის წლებია , მომავალი ანუ 2012 წელი ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულთა აღზევების წელია……

დრაკონში არის მოჭარბებული ჯანმრთელობა, სასიცოცხლო ძალა, აქტივობა, წმინდა, როგორც ოქრო. მას არ შეუძლია იყოს ფლიდი, მეწვრილმანე, ენამწარე და ელემენტარული დიპლომატიც კი, თუმცაღა არც ისე გულუბრყვილოა, როგორც კეთილი ღორი – იგი მიმნდობია, მას ყოველთვის მოატყუებენ.
იგი მგრძნობიარეა. დრაკონი ხშირად წუხდება უსაფუძვლოდ. ლტოლვა სრულყოფისაკენ მას ხდის მომთხოვნს, როგორც საკუთარი თავისადმი, ისე სხვებისადმი. იგი ზედმიწევნით ორგანიზებულია, ბევრს მოითხოვს, მაგრამ აკეთებს უფრო მეტს; ჯიუტი და გულფიცხია, არ უჩერდება ენა და ხშირად სიტყვა აზრს წინ უსწრებს. ამასთანავე, მისი აზრი ანგარიშგასაწევია, იძლევა კარგ რჩევებს, დაუოკებელი ენთუზიასტია, ადვილად ერთობა, ამაყია, დრაკონი ყველაფრის შემძლეა; ინტელიგენტი, ძლიერი და ამტანი, დიდსულოვანი. მას ყურს უგდებენ, გავლენა აქვს სხვებზე. მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე არ ექნება არავითარი გასაჭირი. შეუძლია მიაღწიოს წარმატებებს ნებისმიერ საქმეში – აირჩევს მსახიობის კარიერას, მღვდლის, მეომრის, ექიმისა თუ პოლიტიკოსის – ყველგან იბრწყინებს. თუ დიდ საქმეს შეეჭიდება, მიზანს კიდეც მიაღწევს. საუბედუროდ, ასეთივე წარმატებით შეუძლია დაადგეს ცუდ საქმეს და აქაც გაიმარჯვებს.
რაც შეეხება სიყვარულს, უფრო ხშირად იგი უყვართ, მას კი იშვიათად. მას არასოდეს ექნება იმედის გაცრუება ან დარდი სიყვარულში. ამასთანავე დრაკონი შეიძლება გახდეს სასოწარკვეთილების, დრამის მიზეზი. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები დიდ წარმატებებს მოიპოვებენ და მათ ხშირად შესთავაზებენ გულს და ხელს. დრაკონი იშვიათად ქორწინდება ახალგაზრდობაში, ზოგიერთი ბერბიჭადაც კი რჩება; მოსწონს უცოლო ცხოვრება, ეს მის ხასიათს კარგად ერგება. უფრო ბედნიერიც კი შეიძლება იყოს. მას შეუძლია თავისი ცხოვრება დაუკავშიროს ვირთხას, რადგან მოყვარული ვირთხა ყველაფერს აიტანს, თვით უყურადღებობასაც კი. რა თქმა უნდა, ვირთხა ისარგებლებს ყველაფრით, რასაც მოუტანს დრაკონი. თავის მხრივ, იგი დაეხმარება მას თავის კრიტიკული ნიჭით და ფულისადმი სიყვარულით. იგივე შეიძლება ვთქვათ გველზეც. მკვეხარა მამალი ასევე იპოვის საერთო ენას დრაკონთან; იგი მისი წარმატებების ნამცეცებს სიამოვნებით აკრეფავს, როგორც სიყვარულში, ასევე სხვა საქმეებში. მაიმუნიც კარგად შეავსებს მას ეშმაკობით, დრაკონი კი თავის სიძლიერით. მათ ესაჭიროებათ ერთმანეთი, მაგრამ ამას მხოლოდ მაიმუნი შეძლებს, დრაკონი უნდა იყოს ფრთხილად; ყველა ნიშნებიდან მხოლოდ მაიმუნს შეუძლია დასცინოს მას. მისი იუმორი შეარბილებს დრაკონის სიამაყეს. ამას გარდა კაცი – დრაკონი მოჯადოებული იქნება ქალი გველის სილამაზით, რომლითაც იამაყებს. დრაკონი და ვეფხვი ერთმანეთს ვერ დაამშვიდებენ, განსაკუთრებით საჭიროა, რომ დრაკონი მოერიდოს მოუსვენარ ძაღლს, რომელიც არ დაუჯერებს მას.
დრაკონს სიძნელეები ექნება სიცოცხლის პირველ ფაზაში, იმიტომ რომ იგი ბევრს მოითხოვს თავისი ახლობლებისაგან. მისი არტისტული ტემპერამენტი გახდება მრავალი პრობლემის მიზეზი ცხოვრების მეორე ფაზაში. თავის წრეში, სადაც მას ექნება უპირატესობა, გაჩნდება გაუგებრობის შეგრძნებაც. სინამდვილეში დრაკონით იქნებიან აღფრთოვანებული, მას დაუჯერებენ და რამდენადაც მცირე იქნება მისი როლი, იმდენად დიდი ექნება წარმატება. ბედნიერი იქნება ცხოვრების ბოლო ფაზაში, ექნება ყველაფერი, რასაც მოისურვებს. დრაკონი წარმატების, ზეციური სიძლიერისა და ყველაზე კეთილმყოფელი ასტრონომიული ზეგავლენის ნიშანია. იგი განასახიერებს სიცოცხლეს და ზრდას. დრაკონი მოიტანს ოთხ სიკეთეს: სიმდიდრეს, სათნოებას, ჰარმონიასა და დღეგრძელობას. მაგრამ ნებისმიერ მედალს აქვს მეორე მხარეც და თუ იქნება მსუბუქი ბედისწერის შთაბეჭდილება, არ დაგავწყდეთ, რომ ეს ილუზიაა.
ყოველდღიურად დრაკონი ბრწყინავს, მაგრამ მისი ბრწყინვალება არ არის მკვეთრი, მას არ ძალუძს დააბრმავოს, და მისი პიროვნული სიძლიერე მოჩვენებითია. ის არ არსებობს რეალურად, შექმნილია საკარნავალო ფიგურის მსგავსად, უზრუნველი და ძლიერია; უფრთხის ცეცხლს, ოქროსა და წყალს, მაგრამ მას დასწვავენ დღესასწაულის შემდეგ. და როგორც სფინქსი, იგი აღსდგება ნაცრისაგან შემდეგი დღესასწაულისათვის. დრაკონი ქიმერული ცხოველია.

თევზები

თევზები

Pisces.svg

სიმბოლო:

თევზი

პერიოდი (ტროპიკული):

19 თებერვალი — 20 მარტი

პერიოდი (ვარსკვლავური):

15 მარტი — 13 აპრილი

პერიოდი (მზის):

12 მარტი — 19 აპრილი

თანავარსკვლავედი:

თევზები

სტიქია:

წყალი

ჯვარი:

მუტაბელური

მმართველი პლანეტა:

ნეპტუნი

განდევნილი:

მერკური

ეგზალტაცია:

ვენერა

დაცემა:

მერკური

 დიდი ასტროლოგები თევზების ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ეუბნებიან: „ის, რომ თქვენ თევზები ხართ, ეს ერთია; ის, რომ ორი თევზი ხართ, ეს მეორე; მაგრამ ის, რომ ერთი თქვენგანი დინების მიმართულებით მიცურავს, მეორე კი — საპირისპირო მხარეს, ეს კიდევ სულ სხვაა“. სწორედ ეს არის თევზების ნიშნის პიროვნების ტიპის სირთულე.

ბევრი ასტროლოგი დაეთანხმება იმ აზრს, რომ თევზები — ზოდიაქოს ნიშნებს შორის, ყველაზე ექსცენტრულები არიან. მათი მმართველი — ნეპტუნი — რევოლუციური, მისტიკური ნიშანია, რომანტიკული, ზოგჯერ შეურაცხადი, მაგრამ ყოველთვის დაშორებული. თავისი მფარველობის ქვეშ მყოფთათვის მას ნევროზულობა და მშფოთვარება მოაქვს.

თევზები — ზოდიაქოს ბოლო ნიშნანია და როგორც წესი, ეს ადამიანებიც თავის თავს ბოლო ადგილზე აყენებენ. ისინი უანგაროდ იგებენ სხვების გულს. თევზები წყლის მე-3 ნიშანია და ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები გადამეტებით ემოციურები და თავისებურად ვნებიანები არიან. თუკი თევზების ძლიერი ემოციები და ვნებები დადებითადაა მიმართული, ისინი ადამიანთა მოხიბვლის იარაღად გარდაიქმნება, ხოლო როცა ეს გრძნობები სუსტია, ამან შეიძლება თევზების თვითგანადგურება გამოიწვიოს.

თევზებმა უნდა იბრძოლონ და დაიცვან თავი ისეთი ადამიანების პირდაპირი კრიტიკისგან, ვისაც მათი მისტიკური სამყაროსი არ ესმის. თევზების სულიერი ნაიარევები დიდხანს არ ხორცდება.

თევზებს უყვართ წამებულის როლის თამაში. ისინი უნდა მოერიდონ საკუთარი თავის შეცოდების ტენდენციას, ისევე როგორც საკუთარი თავის უგულვებელყოფას. თევზები მორცხვები და მორიდებულები არიან, მაგრამ ამავდროულად ნერვიული და ენერგიით სავსენი. ეს ყველაფერი მათ ისე წარმოაჩენს, თითქოს ისინი მუდამ ყოყმანებენ და აფორიაქებული არიან. თევზები ხშირად ღელავენ და უმნიშვნელო საკითხებსაც კი მძაფრად განიცდიან.

ისინი ძლიერ არიან დამოკიდებული იმ ხალხზე, ვისთანაც ახლო ურთიერთობა აკავშირებთ. მათ ძალიან მიმნდობი ხასიათი აქვთ და ამიტომაც მათი მოტყუება საკმაოდ ადვილია. თუმცა, თუ მათ გაიგეს, რომ ვინმემ მოატყუა, ისინი შეიძლება უზომოდ ეჭვიანები და ჩაკეტილები გახდნენ. მათი ინტელექტი ალივით გიზგიზებს: ხან შეკავებულია, ხან მხიარული და გონებამახვილური, ხან პირიქით მკრთალი, მიძინებული და მელანქოლიური.

მაგრამ თევზები არ უნდა დაიბნენ ამ თვისებების გამო, რადგან არსებობს ამ ნიშნით დაბადებული ბევრი ადამიანი, რომლებმაც ყველაფრის გადალახვა შეძლეს და სახელიც კი გაითქვეს: ჯორჯ ვაშინგტონიმიქელანჯელოვიქტორ ჰიუგოალბერტ აინშტაინიენრიკო კარუზოფრედერიკ შოპენი და ა. შ.

მერწყული

მერწყული

Aquarius.svg

სიმბოლო:

წყლის მზიდავი

პერიოდი (ტროპიკული):

20 იანვარი — 19 თებერვალი

პერიოდი (ვარსკვლავური):

15 თებერვალი — 14 მარტი

პერიოდი (მზის):

16 თებერვალი — 11 მარტი

თანავარსკვლავედი:

მერწყული

სტიქია:

ჰაერი

ჯვარი:

სტაბილური

მმართველი პლანეტა:

ურანი (სატურნი)

განდევნილი:

მზე

ეგზალტაცია:

მერკური

დაცემა:

პლუტონი

მერწყული ზოდიაქოს მეთერთმეტე ასტროლოგიური ნიშანია, და დასაბამს მერწყულის თანავასკვლავედიდანიღებს. დასავლურ ასტროლოგიაში ეს ნიშანი თანავარსკვლავედთან უკვე არ ასოცირდება დღეღამსწორობის გადაცდენის გამო. ასტროლოგიაში მერწყული მიიჩნევა მამაკაცურ, პოზიტიურ (ექსტროვერტ) ნიშნად. ეს ასევე ჰაერის ნიშანია. მერწყულს ტრადიციისამებრ მართავდა პლანეტა სატურნი, ხოლო, მისი აღმოჩენიდან, ნიშნის ახალი მმართველია პლანეტა ურანი. როგორც ზოდიაქოს მეთერთმეტე ნიშანი, მერწყული ასოცირდება მე-11 ასტროლოგიურ სახლთან.

ნიშნის ზოგადი დახასიათება

ურანს, მერწყულის მმართველ პლანეტას, ასტროლოგების აზრით, მზის სისტემის პლანეტებს შორის ყველაზე ექსცენტრული ქმედებები ახასიათებს. მაგალითად, მისი ღერძი საკუთარი ორბიტის სიბრტყიდან მცირე, 98%-იანი კუთხითაა გადახრილი. ის თითქოს მხართეძოზე წევს. როცა მზე ურანის სამხრეთი პოლუსის პირდაპირ იმყოფება, პლანეტის ჩრდილოეთი ნაწილი 20 წლის განმავლობაში აბსოლუტურ სიბნელეშია. როცა მზე ჩრდილოეთი პოლუსის პირდაპირაა — სამხრეთ ნახევარსფერო ექცევა სიბნელეში. ურანის ეს თავისებურებები, რომლებიც მას სხვა პლანეტებისგან განასხვავებს, ზუსტად უკავშირდება მეწყულის ნიშნით დაბადებული ადამიანების უმრავლესობას, ამ ადამიანების დიაპაზონი ფართოა — ჩვეულებრივი ადამიანებით დაწყებული — გენიოსებამდე.

მერწყულები ბევრს გასცემენ. მათი სიმბოლოც ხომ ადამიანია, რომელიც წყალს ღვრის. ამ ნიშნის ადამიანები კაცობრიობის გაუმჯობესებას ცდილობენ. ისინი არაფერს იშურებენ და ხშირადაც იმკიან ნაყოფს: დიდებას, სიმდიდრეს და კუთვნილების მძაფრ შეგრძნებას, რაც, როგორც წესი, უკან უბრუნდებათ.

თუ ასტროლოგიური თვალსაზრისით ვიმსჯელებთ, მერწყულს სამმაგი ძალა აქვს, ის პრაქტიკულად დაუმარცხებელია. პირველ რიგში იმიტომ, რომ მერწყული ჰაერის ნიშანია და ძლიერი გონების პატრონია; მეორეც იმიტომ, რომ ის მუდმივი ნიშნანია და იგი ჟინიანი და შეუპოვარია. და ბოლოს — მათი მმართველი პლანეტის გამო, ამ ნიშნების ცხოვრება თავისუფალია წვრილმანი მიწიერი საქმეებისგან, რომელებიც ასე უშლიან ხელს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამიტომ არცაა გასაკვირი, რომ ამ ნიშნით ბევრი ცნობილი ადამიანია დაბადებული.

ურანის განმასხვავებელი ნიშნებია: ორიგინალურობა და თვითგამოხატვა. შეუძლებელია, მერწყულს გადააფიქრებინო იმის თქმა და კეთება, რაც მათ სურთ, შედეგების მიუხედავად. სინამდვილეში, მერწყული თვითგამოხატვის სინონიმია.

მერწყულებს ერთგვარი განკერძოებულობაც ახასიათებთ, რის გამოც სხვებს ისინი ცივები და უდარდელები ეჩვენებათ. ისინი ყოველთვის არ შედიან ადამიანებთან ურთიერთობაში, მაგრამ გულგრილი არასოდეს არიან. მათ უყვართ, როცა მსახურობენ და არსებობს საშიშროება, რომ ადამიანები ამით ისარგებლებენ. თუ ის ბრძნულ რჩევას არ გაითვალისწინებს, მისმა კეთილშობილებამ შეიძლება სულიერად გამოფიტოს და მატერიალურად გაანადგუროს.

ისინი გაწონასწორებულები არიან, იშვიათად ბრაზდებიან, სანამ ფიქრის შემდეგ არ მიხვდებიან, რომ მათ არასწორად მოექცნენ. ისინი მშვიდები არიან და გონებით მოქმედებენ, რადგან კარგად ეთავსებიან ცხოვრების სხვადასხვა პირობას და კეთილდღეობის მაჩვენებელი საგნები არ იზიდავთ.

თხის რქა

თხის რქა

Capricorn.svg

სიმბოლო:

თხა

პერიოდი (ტროპიკული):

22 დეკემბერი — 19 იანვარი

პერიოდი (ვარსკვლავური):

15 იანვარი — 12 თებერვალი

პერიოდი (მზის):

19 იანვარი — 16 თებერვალი

თანავარსკვლავედი:

თხის რქა

სტიქია:

მიწა

ჯვარი:

კარდინალური

მმართველი პლანეტა:

სატურნი

განდევნილი:

მთვარე

ეგზალტაცია:

მარსი

დაცემა:

იუპიტერი

თხის რქის მმართველი პლანეტის — სატურნის — ასტროლოგიურმა დახასიათებამ ინგლისურ ენას ახალი სიტყვა შესძინა, ზედსართავი სახელი „სატურნოს“, რაც ქართულად ითარგმნება, როგორც „ბნელი“, „ტყვიისებური“. ხშირად იგულისხმება უფერული, ინერტული, ღრუბლიანი ხასიათი. ასტროლოგები თვლიან, რომ ეს თხის ყველაზე ზუსტი დახასიათებაა. ის მუდამ სიმულანტობს და ხშირად იპყრობს მელანქოლია.

კლასიკური თხის რქები რბილი ხასიათის და უწყინარები ჩანან, მაგრამ მათი გარეგნობა ნუ მოგატყუებთ. ისინი იშვიათად არიან კმაყოფილი იმით, რასაც სხვა ადამიანები წარმატებად თვლიან და მზად არიან იმისთვის, რომ მიაღწიონ რამეს. და რატომაც არა? ისინი ხომ ჰოროსკოპის მე-10 სახლს, წარმატების სახლს, მართავენ? ეს ხომ საკმარისი საბაბია, რომ თხის რქა უნიკალურ ძალას დაეუფლოს? თან ეს მიწის ნიშანია — მეტისმეტად პრაქტიკული, მოწესრიგებული პიროვნებები არიან და სამყაროს გლობალურად აღიქვამენ. ყოველივე ეს, ერთად აღებული, მეტოქეებთან შედარებით, მათ დიდ უპირატესობას ანიჭებს.

თხის რქის ბედნიერება დაუოკებელ შრომაშია. ის ზოდიაქოს ნიშნებს შორის, ყველაზე დიდი მატერიალისტია და ვინაიდან თხის რქა მისი სიმბოლოა, ის დარწმუნებული უნდა იყოს იმაში, რომ მიზნისკენ მიმავალი მისი მომდევნო ნაბიჯი უსაფრთხოა. ყოველი დღე მას წარმატების მწვერვალთან აახლოვებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას განწყობა უფუჭდება და საკუთარ თავში იკეტება. თხის რქები ქარაფშუტობას ვერ იტანენ. მათთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ამჩნევენ თუ არა სხვები მათ შესაძლებლობებს. ისინი ისედაც დიდად აფასებენ საკუთარ თავს. თხას შეიძლება მხოლოდ ერთი რამ აღელვებდეს: მიაღწიოს მწვერვალს და შეუპოვრობით, ამტანობით და მედიდურობით დაძლიოს წინააღმდეგობები.ცნობილი თხის რქები არიან: ისააკ ნიუტონი 04.01.1643 იოჰან კეპლერი 27.12.1571 ლუი პასტერი 27.12.1822 ჯეიმს ჯოული 24.12.1818 ჯეიმს ვატი 19.01.1736 ენტონი ჰოპკინსი 31.12.1937 მონტესკიე 18.01.1689 ჯაკომო პუჩინი 22.12.1858 ენდრიუ კარნეგი 25.12.1835 ფედერიკო ფელინი 20.01.1920 ელვის პრესლი 08.01.1935 დევიდ ბოუეი 08.01.1947 ნოე ჟორდანია 14.01.1868. წმ.ექვთიმე ღვთისკაცი (თაყაიშვილი)16.01.1863 კონსტანტინ სტანისლავსკი 17.01.1863 აკაკი კვანტალიანი 27.12.1907 ტილ ლინდემანი (როკ ჯგუფ “რამშტაინის” ვოკალისტი) 04.01.1963

მშვილდოსანი

მშვილდოსანი

Sagittarius.svg

სიმბოლო:

მშვილდოსანი

პერიოდი (ტროპიკული):

23 ნოემბერი — 21 დეკემბერი

პერიოდი (ვარსკვლავური):

16 დეკემბერი — 14 იანვარი

პერიოდი (მზის):

18 დეკემბერი — 19 იანვარი

თანავარსკვლავედი:

მშვილდოსანი

სტიქია:

ცეცხლი

ჯვარი:

მუტაბელური

მმართველი პლანეტა:

იუპიტერი

განდევნილი:

მერკური

ეგზალტაცია:

-

დაცემა:

-

 

პლანეტა იუპიტერი, როგორც მას ხშირად ასტროლოგები უწოდებენ, წარმატების პლანეტაა და შეუძლია, რომ თავისი პირმშოები წარმატებით, დიდებით, პატივით და კეთილდღეობით დააჯილდოვოს. ამის დაჯერება ძნელია, მაგრამ იუპიტერი ძლევამოსილი პლანეტაა. თავიდან იუპიტერი მშვილდოსნებს მკაცრ გამოცდას უწყობს და მოუწოდებს, რომ იდეალის ძიებაში, ამ ნიშნით დაბადებულებმა უნდა გადაცურონ შვიდი ზღვა. სინამდვილეში კი ეს იდეალი თვით მათშივეა. მაგრამ მშვილდოსნებს უჭირთ იმ დასკვნამდე მისვლა, რომ მათი სულიერი სიმშვიდე თვით მათივე გონებრივ მსოფლაღქმაზეა დამოკიდებული. მშვილდოსნები დაუცხრომელნი არიან: ისინი მუდამ „ავრცობენ“ თავიანთ პიროვნებას, ჰორიზონტზე ჰიპნოზისმომგვრელი ვარსკვლავის ტყვეობაში ექცევიან და ახალ თავგადასავლებს ეძებენ. მათ სურთ ამქვეყნად ყველაფერი დაინახონ, შეიგრძნონ, გაითავისონ, სანამ მათი სასიკვდილო მოგზაურობის დასასრული არ დადგება.

მშვილდოსნებს ხშირად მოსდით სხვადასხვა იდეა, ხოლო მათი წარმატება ასეთი ადამიანების ინტუიციურ წინათგრძნობაზეა დამოკიდებული. მათი სიმბოლოს — კენტავრ-მშვილდოსანის მსგავსად, ისინი პირდაპირ გამოხატავენ ყველაფერს მანერებითაც და საუბარითაც, რაც გასროლილი ისარივით, პირდაპირ მიზანში ხვდება. საკუთარ აზრს ყველაფრისგან დამოუკიდებლად ვერ გამოხატავენ. ისინი ცხოვრებისეულ სიღრმეებს ჭვრეტენ და იშვიათად ახერხებენ, რომ მათთვის საყვარელი ადამიანებისთვის შენიშვნის მიცემისგან თავი შეიკავონ. მაგრამ ეს შენიშვნები სასარგებლოა და არა მხოლოდ კრიტიკული. მაგრამ მშვილდოსნებმა უნდა გააცნობიერონ, რომ მათსავით ობიექტური ყველა როდია და მათი კეთილი ზრახვები ხშირად არასწორად ესმით. მშვილდოსნები ძალიან რომანტიულები და ვნებიანები, პატიოსნები და პირდაპირები არიან თავიანთ გრძნობებსა და ზრახვებში. თუმცა, ხშირად ეს სიცარიელედ და ზედაპირულობად, ან მოჩვენებით ლიქნად აღიქმება. მშვილდოსნებს არ უნდა ეწყინოთ, როცა უნებლიედ უგულვებელყოფენ ან ყურადღებას არ აქცევენ — იმის მიუხედავად, ეჩვენებათ ეს თუ სინამდვილეშიც ასეა. ისინი არ უნდა გაბრაზდნენ ან გულში ჩაიდონ წყენა ადამიანებზე — მათი სიხარულის ერთადერთ წყაროზე. მშვილდოსნები უნდა მიეჩვიონ, რომ ნათელი მომავლის რწმენა ჰქონდეთ. რატომაც არა? იუპიტერი ხომ მათი ძლევამოსილი მოკავშირეა. თავიანთი კომუნიკაბელურობის მიუხედავად, მშვილდოსნები ხშირად საკმაოდ მარტოსულად გრძნობენ თავს, რადგან მეტისმეტად იდეალისტები არიან. მათ სწამთ და სჯერათ სიყვარულის და მეგობრობის მაშინაც კი, როცა მწარე გამოცდა გაიარეს. ისინი ისევ და ისევ ენდობიან ადამიანებს. და ეს მათი წარმატების ერთ-ერთი დიდი საიდუმლოა — მათი დიდი რწმენა, რომელიც, როგორც წესი, თავის ნაყოფს იმკის.

 

 

ღრიანკალი

ღრიანკალი

Scorpio.svg

სიმბოლო:

მორიელი

პერიოდი (ტროპიკული):

24 ოქტომბერი — 22 ნოემბერი

პერიოდი (ვარსკვლავური):

17 ნოემბერი — 15 დეკემბერი

პერიოდი (მზის):

23 ნოემბერი — 30 ნოემბერი

თანავარსკვლავედი:

ღრიანკალი

სტიქია:

წყალი

ჯვარი:

მყარი

მმართველი პლანეტა:

პლუტონი

განდევნილი:

ვენერა

ეგზალტაცია:

ურანი

დაცემა:

მთვარე

 

ღრიანკალი ზოდიაქოს ყველაზე ძლიერი ნიშანია. იგი გამოირჩევა როგორც სულიერი, ასევე ფიზიკური სიძლიერით. ნებისმიერ სირთულეს ბრძოლით ხვდება და იმედს არასდროს კარგავს. თუმცა გარკვეულ შემთხვევებში ზოდიაქოს ეს ნიშანი მგრძნობიარეც კი ხდება წარუმატებლობის დროს.

ღრიანკალი განაგებს სასქესო ორგანოებს. სწორედ ამიტომაც ზოდიაქოს ამ ნიშნის მატარებლები საოცარი სექსუალურობით გამოირჩევიან. მიღებულია მოსაზრება, რომ ღრიანკალის სილამაზე და სექსუალურობა ერთმანეთისგა დამოუკიდებლად არსებობენ, თუმცა ორივე ავსებს ღრიანკალს. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანი თავიდანვე დიდ ენერგიას ატარებს. სწორედ ამიტომ, მეცნიერთა ნაწილი მისი ნათესავის გარდაცვალებასა და ღრიანკალის დაბადებას შორის გარკვეული კავშირების არსებობას ადასტურებს. მათი აზრით, მორიელის დაბადება მოვლენაა და მის გაჩენას დიდი ენერგია სჭირდება, რაც გარდაცვლილი ნათესავისგან არის შესაძლებელი.

მორიელების ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი თვისება წინსწრავის, პროგრესის და ბრძოლისუნარიანობისკენ ლტოლვაა. მორიელების უმეტესობას მიაჩნია, რომ ადამიანის მოვლენის უმთავრესი არსი საკუთარი თავისა და სამყაროს შეცნობაა. უსამართლობას ვერ ეგუებიან, ამიტომაც მათში მოჭარბებულია მოტივაცია ძირეული ცვლილებებისა. მათ სჯერათ, რომ შეუძლიათ ზეგავლენა მოახდინონ მსოფლიო ისტორიის მიმდინარეობაზე. თუ გადავხედავთ ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს, შეიძლება ითქვას, რომ მათ ეს ნამდვილად შეუძლიათ.

მორიელის გემოვნება და სურვილები შეიძლება რადიკალურად განსხვავდებოდეს სხვა ადამიანების აზრებისგან. ამიტომაც ხშირადაა, რომ მორიელების ბოლომდე თითქმის არ ესმით. ისინი ხშირად უპირისპირდებიან საზოგადოებაში დამკვიდრებულ აზრს და ცდილობენ ტაბუ მოხსნან ყველა თემიდან. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია სექსუალურ სფეროში. მაშინ, როდესაც სექსი სხვა ადამიანებისთვის სხვა ღირებულებას წარმოადგენს, მორიელი მას ბუნებრივად აღიქვამს და ურთიერთობის ძირითად ნაწილად მიიჩნევს.

ღრიანკალის პიროვნება — ანტაგონისტური ძალების ცვალებადი შეხემებაა. სული და სხეული მუდამ ერთმანეთს ებრძვიან და ამიტომაც ღრიანკალი ზოგჯერ შეიძლება დემონს მივამსგავსოთ, ხოლო ზოგჯერ — წმინდანს. დიახ, ღმერთსაც კი, რადგანაც ღრიანკალი ზეციური მადლით უხვადაა დაჯილდოვებული. ეს დიდი ნებისყოფის მქონე ადამიანებია, ისეთი დიდი, რომ აგრესიულობა მათ წარმატების გზაზე ბევრ მტერს უჩენს. ცხოვრებაში წარმატებისთვის ღრიანკლები უფრო დიდი ენერგიით იბრძვიან, ვიდრე ყველა სხვა ნიშანი ერთად აღებული. და თან როგორი ოსტატობით!

თუმცა, იმის მიუხედავად, რომ ბევრ ღრიანკალს სურს ცხოვრებაში წარმატების მიღწევა, მხოლოდ რემდენიმეს გამოსდის ეს, რადგან სანამ ისინი გამარჯვების დაფნის გვირგვინს, შინაგან სამყაროს, ჰარმონიას და სიყვარულს, მატერიალურ კეთილდღეობას მოიპოვებენ, მათ ჯერ საკუთარ თავთან ბრძოლაში უნდა გაიმარჯვონ. მხოლოდ ამის შემდეგ შეეეძლებათ იმის მიღწევა, რაც სურთ.

ღრიანკლები ძალიან ემოციურები არიან, მათ ესაჭიროებათ სიყვარული; მათ სწყურიათ სიყვარული, ითხოვენ მას, მოკლედ რომ ვთქვათ — სიყვარული — მათი ცხოვრებისეული საწვავია. ყველა ასტროლოგი ეთანხმება იმ აზრს, რომ ღრიანკალი — ყველაზე სექსუალურია ზოდიაქოს ნიშნებს შორის.

და რადგანაც ისინი ყველა სექსუალური საქმის მეფენი არიან, ისინი სექსს მარტივად ეკიდებიან და, როგორც წესი, ამით ადრეულ ასაკში კავდებიან, რადგანაც ისინი სექსუალურად მიმზიდველები არიან — მაშინაც კი, როცა ისინი არც ისე ლამაზები არაიან. ნებისმიერს შეუძლია მათი ლტოლვის დანახვა, დანახვა თუ არა, შეგრძნება მაინც. ადამიანებს მათი მოფერების სურვილი უჩნდებათ; სურთ, მუდამ მათ გვერდით იყვნენ, რადგაც მათ ძლიერი შინაგანი ენერგია აქვთ, რაც ღრიანკალის ვნებიან ბუნებაში იმალება.

არსებობს ღრიანკლის ორი ტიპი: დაბალი, განუვითარებელი ტიპი, რომელიც მორიელს განასახიერებს და განვითარებული, სულიერად სრულყოფილი ტიპი, რომელიც მოლივლივე არწივს ჰგავს. ორ უკიდურესობას შორის შუალედის პოვნა ხშირად შეუძლებელია. მათ დედამიწაზე ყველაფრის ანალიზის ზებუნებრივი შესაძლებლობა აქვთ და ამით ყველაფრის არსის გაგება შეუძლიათ.

და რადგანაც, ღრიანკალი პირველია 4 მუდმივ ნიშანს შორის, ის ვერ მოისვენებს მანამ, სანამ მისთვის გაუგებარს საბოლოოდ არ გააცნობიერებს. სინამდვილეში, ეს ღრიანკალის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისებაა — ბოლომდე ბრძოლა, შედეგების იგნორირებით. მათ უნდა განაგრძონ კიდეც ამ გზით სიარული: დაამთავრონ ის, რაც დაიწყეს.

ღრიანკლებს არ შეუძლიათ საკუთარი თავის სწორად გამოხატვა. ამას გარდა, მათ ჩვევიათ სიჩუმე და ყველაფრის საიდუმლოდ შენახვა. საკუთარი მიზნების მიღწევა მათ სხვების შეტყობინების გარეშე სურთ, რადგან ცოტას თუ შეუძლია მათი ქმედებების სისწორის გაგება.

დადებითი მხარეები:

მორიელის დადებითი მხარეებია: წინსწრაფული, ძლიერი, მიმზიდველი, სასურველი, ლოიალური, შემოქმედი, სხვათა აზრებზე ზემომქმედებელი. მას ასევე შეუძლია ფსიქოლოგიური დახმარება ადამიანებისა, მათ შორის უცხოებისა, თავიანთი თავის თვითშეცნობის გზით.

უარყოფითი მხარეები:

მორიელი არის დამანგრეველი, მანიპულატორი, სადისტური, შეუცნობელი და დაუნდობელი.

გამოჩენილი პიროვნებები 

ილია ჭავჭავაძე 08.11.1837; სულხან საბა ორბელიანი 04.11.1658; მიხეილ ჯავახიშვილი 21.11.1880; გრიგოლ რობაქიძე 28.10.1882; გალაკტიონ ტაბიძე17.11.1891; ტროცკი 07.11.1879; სერგო ორჯონიკიძე 24.10.1886; თედორე დოსტოევსკი 11.11.1821; ალბერ კამიუ 07.11.1913; ხოსე რაულ კაპაბლანკა19.11.1888; ნიკოლო პაგანინი 27.10.1782; ბილ გეიტსი 28.10.1955; ოგიუსტ როდენი 12.11.1840; ჯეფ ბაკლი 17.11.1966; ხასან ლორთქიფანიძე (აჭარის მმართველი 1920–21წწ) 29.10.1888; პაბლო პიკასო 25.10.1881; მარია სკლადოვსკაია კიური 07.11.1867; წმ. კირიონ მღვდელთმოწამე 10.11.1855.თეონა ოჩიგავა 28.10.1988

 

სასწორი

სასწორი

Libra.svg

სიმბოლო:

სასწორი

პერიოდი (ტროპიკული):

23 სექტემბერი — 23 ოქტომბერი

პერიოდი (ვარსკვლავური):

18 ოქტომბერი — 16 ნოემბერი

პერიოდი (მზის):

31 ოქტომბერი — 23 ნოემბერი

თანავარსკვლავედი:

სასწორი

სტიქია:

ჰაერი

ჯვარი:

კარდინალური

მმართველი პლანეტა:

ვენერა

განდევნილი:

მარსი

ეგზალტაცია:

სატურნი

დაცემა:

მზე

 

ყველა ადამიანი ეძებს ვენერას — სიყვარულის ქალღმერთს; პლანეტას, რომელმაც ყველფერი იცის სიყვარულის შესახებ და სასწორი ფლობს მას. სასწორები, ისევე როგორც მათი სიმბოლო — სასწორი, ბევრს ყოყმანებენ გადაწყვეტილების მიღების წინ. მათი პიროვნება ნათელი და ინტელექტუალურია, რადგან ისინი ჰაერის ნიშანი არიან, მათი მომხიბვლელობა — უსაზღვროა, მათი ღიმილი — განუმეორებელი.

მთელი თავისი ცხოვრება სასწორები ეძებენ ადამიანს, რომელიც მათი იდეალური მეუღლე გახდება, მაგრამ როცა საბოლოოდ პოულობენ მას, იშვიათად არიან ბედნიერი. რატომ? იქნებ სასწორებს თვითონ სიყვარული უყვართ? იქნებ ისევე როგორც ვენერას ზედაპირი, რომელსაც მის ზედაპირზე ნისლის გამო, ასტროლოგები დიდი გაჭირვებით ათვალიერებენ, სასწორის ნიშნები ამოუხსნელი არიან.

ამ ნიშნის ასტროლოგიური სიმომბოლოა — სასწორი, ხოლო ამ ნიშნით დაბადებული ადამიანების უმრავლესობა საზოგადოებრივ და პირად ასპარეზზე ამ სასწორის მუდამ გაწონასწორებას ცდილობს. სასწორებს ძალიან სჭირდებათ გაწონასწორებულობა და ჰარმონია. როცა ეს შეუძლებელია, ისინი უფრო რეაგირებენ მოვლენებზე, ვიდრე მდგომარეობის შეცვლას ცდილობენ. ვენერამ საკუთარ შვილებს ძლირი ანალიტიკური გონება უბოძა; განსაკუთრებით, როცა საქმე ხელოვნებამდე მიდის. თავისი გონიერებით ისინი ბევრ ადამიანს იზიდავენ, რომლებიც სასწორებს რჩევას თხოვენ. ისინი ასევე გულწრფელი მეგობრები და საქმიანი პარტნიორები არიან.

სასწორების ინტუიციური თავისებურებები და სილამაზის ესთეტიური აღქმა მათ გამოჩენილ მხატვრებად, პოეტებად, მწერლებად, კომპოზიტორებად, მომღერლებად და მსახიობებად აყალიბებს. შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ყველა ამ თვისების წყალობით, ისინი ასტროლოგიურ ნიშნებს შორის ყველაზე ბედნიერები არიან და ხშირად, ისინი მართლაც უზრუნველები არიან. მაგრამ ეს დამოკიდებულია იმაზე, იპოვიან თუ არა ისინი თავიანთ სულიერ თანამზრახველს ცხოვრებაში. ეს მათი ვალია, სასწორზე მხოლობით რიცხვში ფიქრი პრაქტიკულად შეუძლებელია: მათი ყველა ტიპი მომავალში ცხოვრების ყველა სფეროში თავგანწირვასთანაა დაკავშირებული. ჩანს, რომ სასწორები სიყვარულის მაძიებლები არიან. მაგრამ არა პირდაპირი მნიშვნელობით, ისე, როგორც, მაგალითად მშვილდოსანი ან ღრიანკალი. სასწორს ყოველთვის სწამს იმ არაჩვეულებრივი საღამოსი, როცა უცნობის სიცილს გაიგებს და შემდეგ ის მისი სულიერი თანამზრახველი გახდება და მის ცხოვრებას გაამთლიანებს.

მაგრამ ყველა ეს თვისება სასწორს სუსტ მოწინააღმდეგედ როდი აქცევს, თუკი ის უკვე თქვენს ხელთაა. მათი დამოუკიდებლობა შეურყეველია, იმის მიუხედავად, რომ ამას რბილად და შეუმჩნევლად გამოხატავენ. მათ ყოველთვის წარმოუდგენიათ ადამიანის ის ტიპი, რომელსაც ეძებენ. სასწორები ძლიერ აფასებენ ადამიანებს. ადამიანების გაბედნიერების დაუოკებელი სურვილი ხშირად ისე შორს მიდის, რომ ისინი უფრო სხვას ასიამოვნებენ, ვიდრე საკუთარ თავს. თუმცა, ისინი უნებისყოფოები არ არიან, როცა ხედავენ, რომ მათ დელიკატურ პიროვნებას შეურაცხყოფენ.

სასწორები ხშირად უპირისპირდებიან გარშემო სინამდვილეს, რადგანაც საკუთარ თავს ელეგანტურობასთან და სინატიფესთან აგივებენ. ისინი ყველაფერზე წავლენ, რომ თავიდან აიცილონ ისეთ ადამიანებთან კონტაქტი, ვინც ეთიკისა და კარგი გემოვნების კანონებს უგულვებელყოფს.

ასტროლოგები პლანეტა ვენერას „ნაკლებად იღბლიანად“ თვლიან, „შედარებით უფრო იღბლიანი იუპიტერისგან“ განსხვავებით. სასწორებმა პრაქტიკულობის შეგრძნება უნდა გამოიმუშავონ, რათა ის ნაყოფი მოიმკან, რომელსაც მათ ზეციური მმართველი უწვდის. როცა სასწორი გაწონასწორებულია, ის განუმეორებელია.

დღევანდელ მატერიალურ სამყაროშიც კი, მათ ორი უპირატესობა აქვთ; მათი ნიშანი მართავს სიყვარულისა და იდეალიზმის სფეროებს.

 

 

ქალწული

ქალწული

Virgo.svg

სიმბოლო:

ქალწული

პერიოდი (ტროპიკული):

23 აგვისტო — 22 სექტემბერი

პერიოდი (ვარსკვლავური):

17 სექტემბერი — 17 ოქტომბერი

პერიოდი (მზის):

17 სექტემბერი — 31 ოქტომბერი

თანავარსკვლავედი:

ქალწული

სტიქია:

მიწა

ჯვარი:

მუტაბელური

მმართველი პლანეტა:

მერკური

განდევნილი:

იუპიტერი

ეგზალტაცია:

მერკური

დაცემა:

ვენერა

მერკური — ღმერთების ფეხმარდი შიკრიკი, მართავს ქალწულს და მარჩბივს, მაგრამ ამ ნიშნებზე სხვადასხვანაირ გავლენას ახდენს. ქალწული მიწის ნიშანია, ამიტომაც მერკური უფრო პრაქტიკულად იქცევა ქალწულთან მიმართებაში, ვიდრე ჰაეროვან ტყუპებთან, სადაც ის თავისუფალი და დამოუკიდებელია.

ქალწულის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ძლიერ განვითარებული ანალიტიკური აზროვნება აქვთ. ისინი მუდამ ცდილობენ, ყველაფერი საკუთარ მოთხოვნილებებამდე დაიყვანონ და ყველაფერს, რასაც ხედავენ, იარლიყებს აკრავენ. მათ გააჩნიათ გემოვნების, დროის, სმენის და აღქმის შესანიშნავი უნარი. ამ ნიშანის სიმბოლოა ქალწული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი სუფთა და ყოველივე მიწიერზე მაღლა დგანან; თუმცა მათი შესანიშნავი დაკვირვების თვისების წყალობით, ისინი ადამიანის ყველა ნაკლოვანებას ხედავენ. როგორც წესი, მათ არ მოსწონთ ყველაფერი, რასაც ხედავენ და ქალწულივით, ყველაფერი უკვირთ.

ხშირად სამუშაოში იძირებიან. დიახ, სამუშაო — ქალწულის ღმერთია. მათ წარმატება აქვთ ლოგიკის სფეროში, მიმდევრობასა და დისციპლინაში.

სხვა ნიშნებისგან, ჰაეროვანი მჭედლების — მარჩბივებისგან განსხვავებით, ქალწული კონტროლს ადვილად არ კარგავს. ის საკმაოდ ჩაკეტილია და შესაძლოა, არაზომიერად ფრთხილი. ქალწულის ნიშნით დაბადებული ადამიანების უმეტესობა უმაღლეს დონეზე დამოუკიდებელია და სწამთ, რომ საკუთარი ძალებისადმი რწმენა და თვითპატივისცემა ადამიანისთვის ბედნიერებისა და გონებრივი სიმშვიდის მომტანია. მათი ქცევა მათ ინტელექტუალურ ინტერესებს ემორჩილება. მათი „მყუდრო ადგილი“ მხოლოდ გონების სფეროშია, მის საიდუმლოებასა და მიღწევებში.

ქალწული — დაბადებიდანვე კრიტიკოსია. და ხშირად, მათი კრიტიკა სამართლიანია, მაგრამ ადამიანს ღრმად ვნებს. ამ ნიშნით დაბადებულმა ადამიანებმა უნდა გაიგონ, რომ კრიტიკა, რომელიც არასასიამოვნო და ტკივილის მომტანია, იშვიათად აღწევს თავის მიზანს. ქალწულები იშვიათად აქებენ სხვებს და არასოდეს გადაჭარბებულად. მათთვის ყველაზე რთული ბრძოლა — კომპრომისების წინააღმდეგ ბრძოლაა. შესაძლოა, მათთვის უკეთესია გაიკეთონ ვარდისფერშუშიანი სათვალეები და ცხოვრებას ნაკლები ცინიზმით შეხედონ. არსებობს საშიშროება, რომ ეს ადამიანები მიზანტროპები გახდნენ.

რადგან ქალწულის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ასეთი ძლიერი ანალიტიკური შესაძლებლობები აქვთ, ყველაზე მეტად მათ უნდა იმუშაონ საკუთარი პიროვნების ნათელ მხარეებზე. ისინი ხშირად ხდებიან სახლის მონები და უმნიშვნელო დეტალების მსხვერპლები; მნიშვნელოვან საკითხებს კი გვერდს უვლიან. თუკი ისინი საკუთარი ანალიტიკური და კრიტიკული შესაძლებლობების გაკონტროლებას შეძლებენ, უმაღლეს მწვერვალებს დაიპყრობენ. ასეთი ადამიანები ხდებიან ჩინებული ორგანიზატორები, გამოჩენილი ადმინისტრატორები, მმართველები და დიდი ქარხნების დირექტორები. ყველაზე დიდი საშიშროება, რომელიც მათ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ემუქრებათ, არის ის, რომ მათ მარტივი ცხოვრებით ტკბობის საშუალების დაკარგვა შეუძლიათ.

არის საფრთხე, რომ ისინი ცივი და დაუნდობელი ადამიანები გახდნენ. მაგრამ ასეთი საშიშროების ასაცილებლად, ქალწული იშვიათად იღებს დახმარებას ან იმსახურებს სიმპათიას, რადგან თვითკონტროლის ფასადის მიღმა შიდა აურზაური იმალება. მმართველი პლანეტა მერკური თავის ერთგულებს ხანგრძლივი სიცოხლით აჯილდოვებს. ქალწულების უმეტესობა თავის ასაკთან შედარებით, ახალგაზრდულად გამოიყურება.

ლომი

ლომი

Leo.svg

სიმბოლო:

ლომი

პერიოდი (ტროპიკული):

23 ივლისი — 22 აგვისტო

პერიოდი (ვარსკვლავური):

17 აგვისტო — 16 სექტემბერი

პერიოდი (მზის):

11 აგვისტო — 17 სექტემბერი

თანავარსკვლავედი:

ლომი

სტიქია:

ცეცხლი

ჯვარი:

მყარი

მმართველი პლანეტა:

მზე

განდევნილი:

ურანი

ეგზალტაცია:

დაცემა:

ციური მბრძანებლები, რომლებიც ზოდიაქოს 12 ნიშნის სხვადასხვა უნარით დაჯილდოვებისთვის შეიკრიბნენ, ალბათ შესანიშნავად გრძნობდნენ თავს, როცა ლომის ნიშანზე მიდგა ჯერი, ვინაიდან მათ ამ ნიშნისთვის არაფერი დაიშურეს. მათ ლომისთვის მმართველი პლანეტის — მზის გარდა სულაც არაფერი რომ არ მიეცათ, ისიც საკმარისი იქნებოდა. მაგრამ ამ დღეს ჩვეულებრივზე მეტად მოწყალე ღმერთებმა ლომი მუდმივ ნიშნად აქციეს, სტაბილურობა მიანიჭეს და ამით წარმატებისა და ძალაუფლებისკენ მიმავალ გზაზე ლომებს დახმარება აღუთქვეს. შემდეგ ღმერთებმა გადაწყვიტეს, რომ ლომი ცეცხლოვანი ნიშანი იქნებოდა, რითაც ლომებს ენერგია, სითბო და სულიერება მიანიჭეს. და ბოლოს, ღმერთები შეთანხმდნენ, რომ ლომისთვის ჰოროსკოპის მე-5 სახლის მმართველობა ებოძებინათ, რომელიც სიყვარულსა და თეატრის ხელოვნებას განაგებს. მაგრამ ღმერთთაგან ერთ-ერთი დანარჩენებით უკმაყოფილო იყო, ვინაიდან თვლიდა, რომ ისინი ლომს ათამამებდნენ. შესაძლოა, ის აგვისტოს სიცხემ გააღიზიანა; ამიტომაც დაწყევლა ლომები და განაცხადა, რომ მათ ხასიათში ერთი ნაკლი ექნებოდათ, რაც სხვა ღმერთების მიერ ნაბოძები უნარების მიღებას გაართულებდა. ეს ნაკლი მეტისმეტი პატივმოყვარეობა და სიამაყე იყო. იმავე ღმერთმა იმაზეც იზრუნა, რომ ლომისთვის, როგორც მუდმივი ნიშნისთვის, სიჯიუტე ყოფილიყო დამახასიათებელი. ამ ამბის მორალი ასეთია: ლომს შეუძლია ყველა იმ სიკეთით ისარგებლოს, თუკი იგი საკუთარ პატივმოყვარეობას დაძლევს და უფრო მორჩილი და შემგუებელი გახდება, რაც ლომისთვის სერიოზული გამოცდაა.

მაგრამ ლომს გონებაც იმდენად კარგად აქვს განვითარებული, რომ საკუთარ თავთან ბრძოლაში გაიმარჯვოს. ის ინტელექტითა და მიმზიდველობით არის დაჯილდოებული, რაც ხალხს იზიდავს. მაგრამ ლომი ყველაზე ბატონობას არ აუნდა შეეცადოს. მაღალგანვითარებული გონებისა და მოხდენილი მანერების გამო, ლომს ხშირად მეფურ ნიშანსაც ეძახიან. მისი ასტროლოგიური სიმბოლო — ლომი — ჯუნგლების მეფედ ითვლება, მაგრამ ყველა ხელისუფალთა მსგავსად, ლომმაც მოკრძალებით უნდა ატაროს გვირგვინი. უნდა ახსოვდეს თავისი მთავარი ცოდვა — პატივმოყვარეობა.

მზე, ლომის მმართველი პლანეტა, პატივმოყვარეობითა და დიდი მისწრაფებებით აღავსებს მას, მაგრამ მხოლოდ სასიკეთო საქმეებში უნდა დახარჯოს თავისი ენერგია.

ლომს უყვარს საზოგადოებაში გამორჩეული კაცის მეწამული მანტიის მოსხმა, წვეულებების გამართვა, ხალხის შექცევა, უხვი კერძებითა და მაგარი ღვინით მათი გამასპინძლება. მაგრამ მას უნდა ახსოვდეს, რომ თეატრალური ასპექტების სიყვარულმა უბრალო პოზიორობამდე არ მიიყვანოს. იმ ფაქტსაც უნდა შეეგუოს, რომ მწვერვალის მისაღწევად დაბალი საფეხურებიდან უნდა დაიწყოს, თუნდაც შავ სამუშაოს ვერ იტანდეს და წვრილმანი საქმეები მისთვის შეუფერებლად მიაჩნდეს.

ამ ნიშნის ადამიანები ბუნებით ბელადები და ხელმძღვანელები არიან. მართლაც, ლომების უმეტესობა ზემდგომი, მმართველი პოზიციებისკენ ისწრაფვის.

ლომის ნიშნით დაბადებული ქალები ძალიან იზიდავენ მამაკაცებს, მაგრამ მეტისმეტად არ უნდა გაიპრანჭონ, თორემ შესაძლოა სწორედ ის კაცი დაკარგონ, რომლის ხელში ჩაგდებაზეც ოცნებობენ. მამაკაცი ლომები თავიანთ სატრფოებს იმდენს ელაპარაკებიან თავიანთ თავზე, შესაძლებლობებზე, რომ შეიძლება ყბედებად ჩათვალონ.

მამაკაცი ლომები შეუპოვარნი არიან. ლომის ბოლომდე განუვითარებელი ტიპები გაცხარებისას ხშირად ფიზიკურ ძალას მიმართავენ, ვინც მათ ურყევ და უცვლელ აზრებს არ ეთანხმება, მათთან ჩხუბზე გადადიან. განუვითარებელი ტიპის ქალ ლომებს მოდის მიმდევარ, დახვეწილ ქალებად უნდათ თავის გასაღება და ამისთვის იაფფასიან სუნამოებს იყენებენ, თამამად და უგემოვნოდ იცვამენ.

ლომები თბილი, მეგობრული ადამიანებია, გრძნობებში კი ყოველთვის ღრმა. მათში თითქოს ჩამონტაჟებულია მექანიზმი, რომელიც მათ გრძნობებს აკონტროლებს და სწორედ იმ მომენტში გადართავს, როდესაც ლომის ღირსებას ჩრდილი უნდა მიადგეს. არცერთ ნიშანს არ შეუძლია ისე ერთბაშად და დაუნანებლად დატოვოს საყვარელი, როგორც ლომს.

როცა ლომი ბატონობისა და ტრაბახის სურვილის კონტროლს მოახერხებს და არ წარმოაჩენს თავის უკიდურეს ნებას, სიამაყეს და სხვებზე ამაღლების ჟინს, იგი შეუდარებელი გახდება. ამ დროს ლომი მართლაც „მეფური ტიტულის“ ღირსია. მას დიდი კეთილშობილების გამოვლენა შეუძლია, როცა ხალხთან ურთიერთობაში დემოკრატიული გახდება; ნახავს, რომ ის ისედაც ხალხის ყურადღების ცენტრში იქნება. ლომმა ნაწილობრივ უნდა შეინარჩუნოს საკუთარი სცენიურობის ნიჭი ნამდვილი წარმოდგენისთვის — თავისი პირადი ცხოვრებისათვის. უნდა მოიშალოს იმპულსურობა და გულფიცხობა, ისწავლოს თავისი გრძნობების გამოხატვა და სხვისი გრძნობების გათავისება.

სანამ სამაგიეროს შეთავაზებისთვის მზად არ არის, ამდენს ნუ მოსთხოვს სხვას. უნდა მიხვდეს, რომ სხვები არც ისე ზრუნავენ იმაზე, თუ სხვის თვალში როგორ გამოიყურებიან, პირიქით, იმის ცდაში არიან, რაც შეიძლება მეტი მიიღონ ცხოვრებისაგან. ასე რომ, ლომებმა ზოგჯერ უარი უნდა თქვან პერფექციონისტის იმიჯზე.

Tag Cloud

Follow

Get every new post delivered to your Inbox.