Just another WordPress.com site

პერიოდულად NCIB წარმატების საიდუმლოს გიმხელდათ. ცნობილი და წარმატებული ადამიანების გამონათქვამები და რჩევები დაგეხმარებათ, დასახულ მიზანს მიაღწიოთ – გნებავთ პირად ცხოვრებაში, გნებავთ – თქვენს საქმიანობაში

წარმატებისკენ მიმავალი გზა შეიძლება ეკლიანიც აღმოჩნდეს, მაგრამ აქ თავმოყრილი გამონათქვამები გაგამხნევებენ და ძალას შეგძენენ, შეგაძლებინებენ თამამად დაძლიოთ ყველა წინაღობა და იმისგანაც დაგიცავთ, რომ მარცხმა გული არ გაგიტეხოთ.

გაეცანით რამდენიმე მათგანს :)

“გულისგულში უნდა გჯეროდეს, რომ სწორედ შენ მიაღწევ წარმატებას იქ, სადაც სხვებმა მარცხი განიცადეს” – სერ ართურ კონან დოილი (1859–1930)

“თუ შეგიძლია წაქცეულმა ძალა იპოვო და, ტკივილის მიუხედავად, ისევ წამოდგე – მარცხიც დაივიწყო და დამარცხებულიც – მაშინ , მე მგონი წარმატების კარგი შანსი გაქვს”. – მარჯერი ჰერსტი (1913– 1989),

წიგნიდან “არავითარი ბროლის ქოში”

“ხანდახან გიწევს რამდენიმეჯერ მოიგო ერთი და იგივე ომი საბოლოო გამარჯვების მოსაპოვებლად” – მარგარეტ ტეტჩერი.

“ბევრი დიადი პიროვნების ცხოვრებას ვიცნობ, და მათ შორის ერთი საერთო აღმოვაჩინე: ისინი არა საქმეს არ თაკილობდნენ, ხოლო როცა რაიმეს ხელს მოჰკიდებდნენ, თავს არ ზოგავდნენ, მიზნის მისაღწევად მთლიანად იხარჯებოდნენ”. – ჰარი ს. ტრუმენი (1884–1974)

“ჩემი წარმატებების საიდუმლოს თუ იკითხვათ, აი, ესაა: არასოდეს დაყაბულდეთ უარს, როცა საქმისთვის უპირობო თანხმობის მიღება გჭირდებათ”. – ჯუნ ჯექსონ ქრისმასი.

“ოქროს, ზურმუხტისა თუ ალმასის მოსაპოვებლად ჯერ ზღვა ტალახი უნდა ჩიჩქნო”. – პემ ბრაუნი (დაიბ. 1928)

“წარმატება მაშინ მოდის, თუ საქმეს გულს უდებ, და უცებ ხვდები – ესეც არაა საკმარისი, მეტი გარჯა და გამოკვეთილი მიზნის განცდა გჭირდება”. – მარგარეტ ტეტჩერი (დაიბ. 1925)

“წარმატებისთვის როგორც არ უნდა გადადო თავი, თუ მარცხის შიში დაგეუფლა, ყოველგვარი მცდელობა ამაოა: ის გზნებას გიქრობს, ხელ-ფეხს გიბორკავს და წარმატებასაც ხელიდან გაცლის”. – შარლ ბოდუენი.

“ზოგჯერ მითქვამს – წარმატება უბრალო შემთხვევითობაა-მეთქი, მაგრამ არ ვყოფილვარ მართალი: თავად შემთხვევითობაც უნდა მოამწიფო. როცა რაღაცის გაკეთებას გადაწყვეტ, შედეგმა არ უნდა დაგაეჭვოს. კი არ უნდა ელოდო, როდის დარეკავს ტელეფონი, იქით უნდა აიკლო ხალხი რეკვით”. – ლიუ გრეიდი (1906–1998)

“ყველაზე უმნიშვნელო საქმეშიც კი მთელი გული, გონება, ცოდნა და გამოცდილება ჩააქსოვე – წარმატების საიდუმლოც სხვა არაფერია”. – სვამი შივანადა (1887–1963)

“მცდარია გავრცელებული აზრი, თითქოს წარმატება ადამიანებს რყვნის – ამპარტავან, თვითკმაყოფილ ეგოისტებად აქცევს; პირიქით – უმრავლეს შემთხვევაში, წარმატებული ადამიანი თავმდაბალი, მიმტევებელი და კეთილი ბუნებისა ხდება” – უ. სომერსეტ მოემი (1874–1965)

“ცხოვრებას უნდა ებრძოლო, რათა აქეთ აქციო თანამებრძოლად – წარმატებისა თუ მარცხის მიუხედავად, ოფლის ღვრას არ უნდა მოერიდო”. – ფეიშენს სთრონგი, წიგნიდან “ჯიბის ლექსები”.

“თავის შესაძლებლობებში დაეჭვებული პიროვნება იმ კაცსა ჰგავს, ვინც მოწინააღმდეგის მხარეზე გადადის და მისივე იარაღით ებრძვის საკუთარ თავს, უკვე იმდენად სჯერა დამარცხების გარდაუვალობა, სხვა ვერც ვერავინ გადაარწმუნებს”. – ალექსანდრე დიუმა (1824–1895)

“დროდადრო გზნება ყველას დაგვრევს ხოლმე ხელს – ზოგს ნახევარი საათით, სხვას – მთელ თვეს გაჰყვება… წარმატებას კი ცხოვრებაში ის ერთეულები აღწევენ, ვისაც გზნება წლობით არ უნელდებათ”. – ედვარდ ბ. ბატლერი.

“რა მნიშვნელობა აქვს, ვის რა ბრწყინვალე აზრები მოსდის თავში – მთავარია, არ დაიზარო და ისინი საქმედ აქციო”. – ქ-ნი სტივ შირლი.

“ყველაფრის მიუხედავად, სიმტკიცის შენარჩუნების ძალა და ბოლომდე გაძლება გამარჯვებულის თვისებაა”. – უინ დეივისი.
“წარმატება ვიღაცის წესებისა თუ რჩევების ბრმა და უსიტყვო მიდევნით არ მიიღწევა; მასთან ფართო და მოკირწყლული გზა ვერ მიგიყვანს. წესმა და რჩევამ იქნებ დიდადაც გარგოს, მაგრამ თავად საქმე თვითონვე უნდა აღასრულო, შენივე ხელით უნდა გამოჭედო საკუთარი ბედ-იღბალი”. – უილიამ უ. ატკინსონი.
“რა მნიშვნელობა აქვს, რამდენ საათს მუშაობ დღეში – თუ მუდმივად წარმატებაზე ხარ მომართული, მიაღწევ კიდეც”! – ვირჯინია ლოპალკო.
“ათიანში რომ გაარტყა, ცოტა მაღლა დაუმიზნე”! – უცნობი ავტორი.
“წარმატება ერთჯერადი აალების შედეგად არ მოდის – საკუთარ თავს მუდმივად ცეცხლი უნდა შეუნთო ხოლმე. – რეგი ლიჩი.
“მუდამ გვახსოვდეს – თუ წარმატების მიღწევა განვიზრახეთ, სხვა ყოველი უმნიშვნელოა”. – აბრაამ ლინკოლნი (1809–1865)

“ყველა გამარჯვებულს ნაიარევი ზედ ეტყობა”. – ჰერბერტ ნ. კასონი

XXI საუკუნეში წარმატებულ ქალად რომ ითვლებოდე აღარაა საკმარისი კარგი მზარეულის,მეოჯახისა თუ მზრუნველი ცოლის და მეუღლის სტატუსი.გღევანდელ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია(თუ გადამწყვეტს არა) როლს თამაშობს.კარიერა.როგორ მივაღწიოთ წარმატებას ბიზნესში? რა არის კარიერის ზრდის მთავარი საიდუმლო?ამჯერად იმის შესახებ არ გესაუბრებით,სწორედ როგორ უნდა დაწეროთ CV,როგორ უნდა გაიაროთ კონსულტაცია ფსიქოლოგთან გასაუბრების წინ და ა.შ.ეს ყველაფერი შეგიძლიათ დიდი წამრმატებით მოძებნოთ ინტერნეტ საიტებზე.თქანაც,არსებობს ბევრი ისეთი დეტალი,რომლებიც არანაკლებ მოქმედებნ კარიერაზე და რატომღაც ჩვენ მათზე არც თუ ისე დიდ ყურადღებას ვამახვილებთ

მოდური dress code მსოფლიოს მასშტაბით დღითი დღე აქტუალური ხდებასერიოზულ კომპანიებშიმმართველთა მოთხოვნა,რომელიც თანამშრომელთა მიმართ გატარებულჩაცმის ნორმებს ეხება,თუმცა ეს იმას არ ნიშნავს,რომ  სახეზე ჩადრი ჩამოვიფაროთ.მუქი ფერის პიჯაკი შეგიძლიათ ღია ფერის აქსესუარებით გაახალისოთ.მაგ:რომელიმე დიაზაინერის მიერ შექმნილი ორიგინალურიცხვირსახოცით.აუცილებელი არაა ფეხასცემელიც ასეთივე მუქი ჩაიცვათ და არც 13სანტიმეტრიან ქუსლებზე დგომას მოგთხოვთ ვინმე.თუ აქსესუარებს გემოვნებით შეარჩევთ,არა მგონია,ამის შესახებ ვინმემ შენიშვნა მოგცეთ.

საუბარი

წარმატებული ბიზნესლედის ლექსიკონიდან სრულად ამოღებული უნდა იყოს ჟარგონები და ბარბარიზმები,მწარესიტყვაობა და ტერმინების არასწორად გამოყენება”ჭკვიანური”აზრები კი მხოლოდ მაშინ შეგიძლიათ ”გადმოაფრქვიოთ”,როცა იცით,რომ მათ მიღმა მართლაც რაიმე სიბრძნე იმალება.

ჟესტების ენა

ამ საკითხზე საზგავრგარეთ არაერთი მასალა,სტატია და ლიტერატურაა გამოცემული,თუმცა ჩვენთან ნაკლები ყურადღება ექცევა,არადა ამ ფაქტზე ყურადღების გამახვილება ნამდვილად ღირს,განსაკუთრებით მაშინ თუ საქმე უცხოელებთან გაქვთ.მაგალითად:როდესაც იაპონელები თქვენს მიერ ჩატარებულ პრეზენტაციას ესწრებიან და თვალდახუჭულები,თავის ოდნავი გაქნევით ისმენენ თქვენს ნაშრომს,ეს სულაც არ ნიშნავს,რომ მათ ეს ყველაფერი მოსწყინდათ ან არ აინტერესებთ,პირიქით,ისინი ამ ჯესტით თავიანთ ყურაადღებას და პატივისცემას გამოხატავენ.

დროის ფასი

პუნქტუალურობა კარიერის ზრდისთვის აუცილებელი პირობაა,ისწავლე უმნიშვნელო წვრილმანების კეთებაც კი დროულად.სამსახურში წასვლამდე გაითვალისწინე,რომ დრო საცობებისთვისაც გამოყო.კლიენტს,რომელსაც შეჰპირდები,რომ ნახევარ საათში დაურეკავ,ორ საატში ნუ შეეხმიანები.მას შემდეგ კი,რაც პუნქტუალურობის გრძნობას გამოიმუშავებ არასოდეს დაგაგვიანდება მნიშვნელოვან შეხვედრებზე.

წარმატებული ადამიანების ცხოვრებას თუ გადავავლებთ თვალს, გამოვარჩევთ რამდენიმე საერთო ხასიათსა და უნარს, რომლებმაც შემდეგში მათი წარმატებები განაპირობეს.

წარმატების ეს საიდუმლოებები შეიძლება თქვენც დაგეხმაროთ ცხოვრებაში, რათა ფრთები შეასხათ თქვენს ოცნებებს. პერლა კი ყოველთვის მზადაა თქვენს დასახმარებლად.

მაშ ასე, წარმატების საიდუმლო რეცეპტი:

გახსოვდეთ, ყოველთვის იფიქროთ პოზიტიურად ნებისმიერ სიტუაციაში. კვლევები აჩვენებენ, რომ პოზიტიური აზროვნება ახანგრძლივებს სიცოცხლეს.

დაგეგმეთ თქვენი ოცნებები და მიზნები. მაგალითად, იმის მაგივრად, რომ იფიქროთ: “ნეტავ საბუღალტრო კურსებზე ვსწავლობდე”, თქვენს თავს უთხარით: “შემდეგი თვიდან მე მივდივარ საბუღალტრო კურსებზე!”.  შეიმუშავეთ გეგმა, მკაცრად მისდიეთ მას და მაშინ წარმატება გარდაუვალი იქნება!

იმოქმედეთ! თავად მიზანი არაფერს არ ნიშნავს. მიზნის მისაღწევად რაღაც უნდა მოიმოქმედოთ. არ მისცეთ უფლება ეჭვებს, რომ ხელი შეგიშალოთ. უბრალოდ გააკეთეთ ის. თქვენი მოქმედება იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი წარმატებისაკენ.

არ შეწყვიტოთ სწავლა. იარეთ კურსებზე, იკითხეთ წიგნები, მოძებნეთ თქვენი ინტერესების შესაფერისი კლუბები. თუ თქვენ რაღაცამ გაგიტაცათ, ეცადეთ შეიტყოთ მასზე უფრო მეტი. დაეუფლეთ ახალ-ახალ ინფორმაციებს თქვენი ინტერესების სფეროში – ეს აუცილებელი შემადგენელი ნაწილია წარმატებისა.

იყავით შეუპოვარი და ბევრი იმუშავეთ. ისწრაფეთ და იმოქმედეთ თქვენი მიზნების მისაღწევად. არ გაჩერდეთ შუაგზაზე და არ მიანებოთ თავი.

ისწავლეთ დეტალების ანალიზი. შეაგროვეთ ფაქტები, დააზუსტეთ საწყისი მონაცემები. ეს დაგეხმარებათ ბრძნული გადაწყვეტილებების მიღებაში. აღიარეთ საკუთარი შეცდომები. მაგრამ არ დაისაჯოთ თავი მათ გამო. ანალიზი – ეს მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია წარმატებისა.

კონცენტრირება გაუკეთეთ მთელს თქვენს დროს და ფულს. როდესაც რაღაცის გჯერათ, ჩადეთ მასში მთელი ენერგია და ყურადღება. არ მისცეთ უფლება სხვა ადამიანებს ან სხვა საქმეს, აგაცდინოთ არჩეულ გზას.

არ შეუშნდეთ ნოვატორობას, მუდმივ სიახლეებს. არ დაიზაფროთ იმის გამო, რომ სხვებს არ გავხართ. იყავით ერთგული საკუთარი თავისა და საკუთარი იდეებისა. ბრბოს მიბაძვა ყოველთვის წამგებიანია. წარმატება მხოლოდ ორიგინალობაშია.

ეცადეთ ადამიანებთან ეფექტური ურთიერთობა დაამყაროთ. მათ პატიოსნად შეატყობინეთ თქვენი აზრები და სურვილები, რათა ისინიც პატიოსნად მოგექცნენ შემდეგში. განავითარეთ თქვენში უნარი სწორად  გაუგოთ სხვა ადამიანებს, გაიზიაროთ მათი გრძნობები და მოტივაციები.  წარმატება შეუძლებელია გარშემომყოფებთან სწორად ურთიერთობის გარეშე.

და ბოლოს მთავარი საიდუმლო წარმატებისა: იყავით გულახდილი, საქმეში სანდო, პასუხისმგებელი თქვენს გადაწყვეტილებებზე. არასოდეს მოატყუო და უორგულო. თუ რამეს დაპირდი, შეასრულე სიტყვა. თუ შეცდომა დაუშვი, ან რაიმე სიბრიყვე ჩაიდინე, აღიარე ეს  და გახსოვდეს: პატიოსნების, საიმედოობისა და პასუხისმგებლობის გარეშე ზემოთ ჩამოთვლილი არცერთი რჩევა არ დაგეხმარებათ მიზნების მიღწევაში.

ადამიანები ბუნებით განსხვავდებიან, ზოგი სუსტია ზოგი ძლიერი ზოგი ჭკვიანია ზოგი სულელი.

ლაპარაკი დაიწყე ორ შემთხვევაში: როცა სიტყვის საგანი კარგად გაქვს მოფიქრებული ან როცა რაიმეს თქმა აუცილებელია: მხოლოდ ამ ორ შემთხვევაშია მეტყველება დუმილზე უკეთესი, სხვა შემთხვევებში კი ჯობს გაჩუმდე ვიდრე ილაპარაკო.

“ყური მიუგდეთ იმ ბავშვს, რომელიც ოდესღაც თქვენ იყავით და რომელიც ჯერ კიდევ ცოცხლობს სადღაც თქვენში. სწორედ მას შესწევს ამ ჯადოსნური წუთების წვდომის უნარი. ჩვენ რათქმაუნდა შეგვიძლია ყური არ ვათხოვოთ მის ტირილს, არ მოვუსმინოთ, მაგრამ ამ ხმის ჩახშობას ვერასოდეს შევძლებთ.

მივაყურადოთ, რას გვეუბნება ეს ჩამალული ბავშვი. ნუ შეგრცხვებათ და ნუ გეუხერხულებათ მისი არსებობის. როგორმე ვცადოთ და არ შევაშინოთ, რადგან ის მარტოა და მისი ხმა არავის ესმის. დავრთოთ მას ნება, თუნდაც ცოტა ხნით, მართოს ჩვენი ცხოვრება. ისე მოვიქცეთ, რომ მან კვლავ საყვარელ ბავშვად იგრძნოს თავი, გავახაროთ და გავანებივროთ, თუნდაც ამისთვის ჩვენი ჩვევების დათმობა მოგვიხდეს და თუნდაც ეს ყველაფერი სხვებს სულელურად მოეჩვენოთ” 

მაპატიე,თუ ხანდახან ვწუწუნებ, რას იზამ, მე ხომ ადამიანის გული ვარ და წუწუნი ჩემი თვისებაა.ყველას გვეშინია მიუღწეველი ოცნებისკენ სწრაფვის,რადგან გვგონია, რომ მისი ღირსნი არ ვართ,ანდა ვერ შევძლებთ მის განხორციელებას.ჩვენ,ადამიანთა გულები,შიშით ვიპარებით შეყვარებულთან სამუდამო განშორებისას,თავზარს გვცემს იმის წარმოდგენა, რომ შეიძლებოდა, ბედნიერები ვყოფილიყავით,მაგრამ ვერ მოვახერხეთ, და იმ განძის გახსენება გვტანჯავს,ჩვენ რომ შეიძლებოდა, გვეპოვა,მაგრამ სამუდამოდ ქვიშაში დარჩა,რადგან,გვეშინია ტანჯვის.პაულო კოელიო

როცა გიყვარს,შეუძლებელია,უდაბნოსავით ერთ ადგილზე იდგე ან ქარივით დაქროდე,ანდა შენსავით,შორიდან უცქიროდე.სიყვარული ის ძალაა,რომელიც სამყაროს სულს ცვლის და ასხვაფერებს.როცა პირველად ჩავწვდი სამყაროს სულს,მომეჩვენა, რომ ისიყო თავად სრულყოფილება.შემდეგ კი მივხვდი, რომ ის ჩვენი ანარეკლია,მასშიც ბობოქრობს ვნებები და ბრძოლები.ჩვენ კი ვკვებავთ მას და მიწა,რომელზეც ჩვენ ვცხოვრობთ,მხოლოდ მაშინ გახდება უკეთესი ან უარესი, თუ ჩვენ გავხვდებით უკეთესები ან უარესები.აი, აქ ვლინდება სიყვარულის ძალა,რადგან როცა გიყვარს,ცდილობ,უკეთესი გახდე.პაულო კოელიო

Tag Cloud

Follow

Get every new post delivered to your Inbox.